"თბილისის დინამო" "გაბალასთან" ანგარიშით 2:0 დამარცხდა. პირველი ბურთი "დინამოელთა" კარში 88-ე წუთზე გავიდა, ამის შემდეგ "გაბალას" ფეხბურთელებმა "დინამოელთა" კარი კიდევ ერთხელ დამატებით დროში აიღეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის 71-ე წუთზე "დინამოელთა" კაპიტანი ლაშა თოთაძე გააძევეს.
დღესვე კიდევ ერთი ქართული კლუბი დამარცხდა. საფეხბურთო კლუბმა "ცხინვალმა" მიხეილ მესხის სტადიონზე რუმინეთის "ბოტოშანთან" 1:3 წააგო.
"ბათუმის დინამო" კი ომონიაში ადგილობრივ "ნიქოზიასთან" 2:0 დამარცხდა.
დღევანდელი მარცხიდან გამომდინარე სამივე ქართული კლუბი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გამოეთიშა.