17 ნოემბერი 2024,   13:38
ვრცლად
ვიდალს მართვის მოწმობა ჩამოართვეს

არტურო ვიდალი, მართვის მოწმობის გარეშე დარჩა. მიზეზი 17 ივნისს მომხდარი ავარიაა, რომელსაც საბედნიეროდ, მსხვერპლი არ მოჰყოლია. არტუროს მართვის მოწმობა 2 წლით ჩამოართვეს. 

ამას გარდა, ვიდალი ვალდებულია, საჯაროდ მოუხადოს ბოდიში  პოლიციელებს, რომლებსაც ინციდენტისას შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, ჩილელ ფეხბურთელის, ავარიის დროს დაზარალებული ადამიანების ფინანსური კომპენსაცია დაეკისრა.

შეგახსენებთ, რომ ვიდალი რამდენიმე დღის წინ ჩილეს ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკის გამარჯვებული გახდა.

დღის ამბები