„დინამოსა“ და „გაბალას“ განმეორებითი მატჩის მიმდინარეობის დროს, აზერბაიჯანელმა გულშემატკივრებმა საქართველოს დროშა დაწვეს.
მარნეული, ბოლნისი და რუსთავი აზერბაიჯანია. ამ ტრანსფარანტებით ქომაგობდნენ "გაბალას" აზერბაიჯანელი გულშემატკივრები. სამართალდამცველებმა გაბალას ქომაგებს ბანერები დაახლოებით 20 წუთის შემდეგ ჩამოართვეს, რაც უეფას წესებს ეწინააღმდეგება.
ჯერჯერობით უცნობია ის სანქციები რაც აზერბაიჯანულ კლუბს დაეკისრება.
შეგახსენებთ, რომ მატჩი "გაბალას" გამარჯვებით 2:0 დასრულდა და თბილისური კლუბი ევროპა ლიგას პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა.