ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის ყოფილი წევრი ჩაკ ბლეიზერი ფეხბურთიდან სამუდამოდ მოკვეთეს.
ბრაიზერის განცხადებით ის მონაწილეობდა- ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და გადასახადების დამალვაში.
"მე და ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის სხვა წევრები დავთანხმდით, აგვეღო ქრთამი იმისთვის, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლად სამხრეთი აფრიკა აგვერჩია", - აღიარა ბლეიზერმა.
შეგახსენებთ, რომ ფიფას მაღალჩინოსნების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის საქმეს ამერიკის შეერთებული შტატები, შვეიცარიის პროკურატურასთან ერთად იძიებს.