17 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
უიმბლდონის ქალთა თანრიგის ფინალი ცნობილია

ინგლისის ღია ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს გაბრინ მუგურუზა და სერენა უილიამსი შეხვდებიან.

ამერიკელმა ჩოგბურთელმა ორ სეტში დაამარცხა მარია შარაპოვა -  6:2, 6:4.

გაცილებით საინტერესო გამოდგა მეორე ნახევარფინალური მატჩი. ანნეჟკა რადვანსკასთან მოსაგებად მუგურუზას სამი სეტი დასჭირდა - 6:2, 3:6, 6:3.

უიმბლდონის ქალთა თანრიგის ფინალი 11 ივლისს გაიმართება. 

დღის ამბები