„იუნაიტედი“ გერმანიის ნაკრების კაპიტანს 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობს. ხელშეკრულების მიხედვით შვაინშტაიგერი ყოველწლიური ანაზღაურების სახით 10 მილიონ ევროს მიიღებს.
დათანხმდება თუ არა შვაინშტაიგერი მანჩესტერში გადასვლას კარლ-ჰაინც რუმენიგესთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება.
ხვალ „ალიაც არენაზე“ გუნდის პრეზენტაციაა დაგეგმილი. სწორედ მისი დასრულების შემდეგ, შეხვდება მსოფლიო ჩემპიონი კლუბის ხელმძღვანელობას.
შვაინშტაიგერს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც 2016 წელს იწურება.