17 ნოემბერი 2024,   13:29
ვრცლად
ფაჩულია დირკ ნოვიცკის თანაგუნდელია

„დალას მავერიქსმა“ დე ანდრე ჯორდანთან გარიგების ჩაშლის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი დაიმატა. „მილუოკი ბაქსმა“ ფაჩულიას სანაცვლოდ მომავალ დრაფტზე მეორე რაუნდში კალათბურთელის შერჩევის უფლება მიიღო.

31 წლის ქართველი ცენტრი ახალ გუნდთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და ხელფასის სახით 5.25 მილიონ დოლარს მიიღებს.

„დალასი“ რთულ მდგომარეობაში მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, დე ანდრე ჯორდანმა გადაიფიქრა და „კლიპერსში“ დარჩენა გადაწყვიტა.

მომხდარს გამოეხმაურა „დალასის“ კალათბურთელი ჩენდლერ პარსონსი. „რაც ჯორდანმა ჩაიდინა არაეთიკურია და მიუღებელი“, - განაცხადა პარსონსმა. 

დღის ამბები