ლივერპულის ლეგენდარულმა კაპიტანმა რაჰიმ სტერლინგის ირგვლივ შექმნილი სიტუაციის შესახებ თავისი აზრი გამოთქვა.
ზაფხულში „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ გადასული ჯერარდი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი უსამართლოდ ექცევა გუნდის გულშემატკივრებს. „ამ საპნის ოპერით აღფრთოვანებული არ ვარ. ვფიქრობ, ამ სიტუაციაში ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც მამაკაცს შეეფერება. რაჰიმი უნდა დაელაპარაკოს კლუბის ხელმძღვანელობას და აუხსნას მდგომარეობის საკუთარი ხედვა“, - განაცხადა ჯერარდმა.
სტერლინგი უარს აცხადებს გუნდთან ერთად აზიური ტურნერში წასვლაზე. მან გუნდის რამდენიმე ვარჯიშიც გამოტოვა. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სტერლინგს არ მოსწონს მთავარი მწვრთნელის ბრენდან როჯერსი და „ლივერპულის“ დატოვება სურს.