„მინესოტამ“ კევინ გარნეტს ახალი 2 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
„ესოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, 39 წლის კალათბურთელის ყოველწლიური ხელფასი 8 მილიონი დოლარი იქნება.
გასული სეზონის ბოლოს კევინ გარნეტი თავისუფალი აგენტი გახდა. „მინესოტას“ შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელია და კლუბის ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ გარნეტის ნაირი გამოცდილი კალათბურთელის შენარჩუნება, მათ განვითარებაზე დადებითად აისახება.