17 ნოემბერი 2024,   13:51
ვრცლად
იუვენტუსს ოზილის შეძენა სურს

„ტუტო სპორტის“ ინფორმაციით ტურინის „იუვენტუსს“ „არსენალიდან“ მესუთ ოზილის შეძენა სურს.

იტალიური გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონ ევროს შეადგენს. სწორედ ამიტომ, ტურინული კლუბის ხელმძღვანელები ლონდონელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ, თუ სატრანსფერო პერიოდის დროს არტურო ვიდალი ან პოლ პოგბა გაყიდეს.

გასულ სეზონში მესუთ ოზილმა „არსენალის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 

დღის ამბები