„მანჩესტერ იუნაიტედი“ მზადაა მიუნჰენის „ბაიერნს“ ტომას მიულერის სანაცვლოდ 60 მილიონი ფუნტი გადაუხადოს.
ინგლისური გუნდი 25 წლის ნახევარმცველის შეძენას უკვე დიდი ხანია ცდილობს. თუმცა, თავად მიულერი „ოლდ ტრაფორდზე“ გადასვლისგან თავს იკავებს. ამის მიუხედავად, „მანჩესტერის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ვან გაალი ფეხბურთელის დაყოლიებას შეძლებს, რადგან ჰოლანდიელ მწვრთნელს მიუნჰენში მუშაობის დროს ფეხბურთელთან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბაიერნის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას ცდილობს. ინგლისელებმა ბასტიან შვაინშტაიგერს 2 წლიანი კონტრაქტი უკვე შესთავაზეს.