„ბორუსია“ დათანხმდა ჩირო იმობილეს „სევილიაში“ ტრანსფერს. ინფორმაციას ამის შესახებ, გერმანული გაზეთი „ბილდი“ ავრცელებს.
ესპანური გუნდი დორტმუნდელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 13.5 მილიონ ევროს გადაუხდის.
იმობილე „ბორუსიაში“ გასულ წელს გადავიდა. თუმცა, გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერ შეძლო.