თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის პირველი ობიექტი გაიხსნა. სპორტის მინისტრის განცხადებით, სპორტსმენებსა და მოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ობიექტებით ისარგებლონ.
"ამით შესაძლებლობა მიეცემათ როგორც პროფესიონალ სპრტსმენებს, ასევე სპორტის ყველა მოყვარულს, რომ ისარგებლონ ამ ობიექტებით," - განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ოლიმპიური ფესტივალის "თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი ამბობს, რომ რეგიონსა და უახლოეს სამეზობლო ქვეყნებში ერთ ლოკაციაზე მდებარე ამდენი სპორტული ობიექტი არ არსებობს. ყველა ობიექტი დასრულებულია.
ტანვარჯიშის ფედერაციის პრეზიდენტმა კოტე ლაშხმა კი აღნიშნა, რომ მოხდა სპორტული ინვენტარის აპრობაცია და ევროპული ფედერაციისგან დადებითი შეფასება მიიღეს.