"გაბალასა" და "დინამოს" შეხვედრის მსვლელობისას მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს "თბილისის დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია "კურიერთან" აკეთებს. ის იმედოვნებს, რომ მომხდარი არ იმოქმედებს ზეგავლენას ორი ქვეყნის ურთიერთობაზე, თუმცა დინამოს პრეზიდენტი მატჩის ორგანიზების დროს არსებულ ხარვეზებზე მიანიშნებს.
„ვწუხვარ რომ აზერბაიჯანული მხარე დროულად ვერ ახერხებდა ამ პროვოკაციების მოგერიებას, თუმცა როგორც გავიგეთ ბევრ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. ჩვენ ძალიან ღირსეულად მივიღეთ "გაბალა" "დინამო არენაზე," სამწუხაროდ იყო პროვოკაცია, მაგრამ მაქსიმალურად დროულად შევეცადეთ, რომ აღმოგვეფხვრა ის და იქ დავინახეთ შეურაცხყოფა, იქ დავინახეთ ქართული დროშის დაწვა პირდაპირ სტადიონზე და ეს არის შემზარავი და მიუღებელი,“ - აცხადებს "თბილისის დინამოს” პრეზიდენტი რომან ფიფია.
”ზესტაფონის” ყოფილი პრეზიდენტი ილია კოკაია კი წინა ინციდენტებს იხსენებს და ამბობს, რომ მსგავს პროვოკაციებს ორწლიანი ისტორია აქვს. ილია კოკაია საქართველოს ხელისუფლებას მოუწიდებს ყველა ასეთი ფაქტის გამოძიება მოხდეს.