მარტინ შკრტელმა “ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. 30 წლის ცენტრარული მცველი “ლივერპულში” კიდევ 3 წლის განმავლობაში ითამაშებს.
ინფორმაცია „ლივერპულის“ ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.
გასულ სეზონში სლოვაკმა ფეხბურთელმა, რომელიც “ლივერპულის” ღირსებას 2007 წლიდან იცავს, 48 მატჩი ჩაატარა.