უეფას სუპერთასის ფინალის ბილეთების გაყიდვამდე უკვე 24 საათზე ნაკლები რჩება და კიდევ უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თამაშზე შესასვლელად თადარიგს წინასწარ იჭერს და ღამის გათენებას სტადიონთან გეგმავს.
მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ რიგის ათვლა სალაროებთან კვირას დილით დაიწყება, ფეხბურთის მოყვარულები ვითარების დარეგულირებას საკუთარი სიებით ისევ ცდილობენ.
უეფას სუპერთასის თამაშზე ბილეთების გაყიდვა ხვალ დილის 9 საათზე დაიწყება.