ფრანგული გამოცემა “ლე პარიზიენის” ინფორმაციით , ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედის” დატოვებას და “პსჟ”-ში გადასვლას დათანხმდა.
ფრანგები მზად არიან, დი მარიას სანაცვლოდ “წითელ ეშმაკებს” 61 მილიონი ევრო გადაუხადონ.
ჯერჯერობით უცნობია მანჩესტერელთა პოზიცია ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” მადრიდის “რეალიდან” გასულ წელს გადავიდა. არგენტინელმა 2014/15 წლის სეზონში, 32 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.