უიმბლდონის ვაჟთა ტურნირის ფინალში, ერთმანეთს სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი დაუპირისპირდებიან.
დღეს ტურნირზე ქალთა ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ამერიკელი სერენა უილიამსი და ესპანელი გარბინ მუგურუსა წარსდგებიან.
ჯოკოვიჩმა ნახევარფინალში ფრანგ რიშარ გასკეს 2 საათსა და 25 წუთში, ანგარიშით 7:6, 6:4, 6:4 მოუგო.
ფედერერმა ბრიტანელი ენდი მარერი, 7:5, 7:5, 6:4 დაამარცხა და უიმბლდონის ფინალსი მეათედ იასპარეზებს.
ვაჟთა ფინალი, კვირას 2 ივლისს, თბილისის დროით 17:00 სთ-ზე დაიწყება.