17 ნოემბერი 2024,   13:26
ვრცლად
"იქნება ცოცხალი რიგი" - ზვიად სიჭინავა

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, ზვიად სიჭინავა, ვაკის პარკში გულშემატკივრების მიერ სიების შედგენას ეხმიანება და კურიერთან კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ წინასწარი სიების შედგენას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან რიგი იქნება ცოცხალი და ბილეთების გაიყდვა სიების გარეშე ხვალ დილის 9 საათიდან დაიწყება.

ზვიად სიჭინავა ვაკის პარკში შეკრებილ გულშემატკივრებსაც შეხვდა და ამის შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.

„იქნება ცოცხალი რიგი, არანაირ სიებზე ლაპარაკი ჩვენ არ გვქონია. ბილეთები გაიყიდება ხვალ დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე. დამონტაჟდება მონიტორი. თუ დარჩება 2 ათასი ბილეთი, მაშინ გავაგრძელებთ გაყიდვას 9 საათის შემდეგ, თუ დარჩება მეტი ბილეთი მაშინ გაყიდვები გაიყიდება შემდეგ კვირას,“ - აცხადებს ზვიად სიჭინავა.

ბილეთები ხვალ დილის 9 საათიდან გაიყიდება. 

დღის ამბები