Daily Mail -ის ინფორმაციით, გერმანელი ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი, ხვალ მანჩესტერში ჩავა და სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის.
30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „უნაიტედი“ მიუნჰენურ კლუბს 15 მლნ ფუნტს გადაუხდის.
კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ინგლისელები "ბაიერნის" კიდევ ერთი ფეხბურთელით, თომას მიულერის ტრანფერით არიან დაინტერესებულები.