ტურ დე ფრანსის რიგით მე-15 ეტაპი ლოტოს გუნდის წევრის გერმანელი, ანდრე გრეიპელის გამარჯვებით დასრულდა.
183 კილომეტრიანი დისტანცია მან 3 საათში და 56 წუთში გაიარა. მისი თანამემამულე ჯონ დეგენკოლბი ფინიშთან მეორე მივიდა, ხოლო მესამე ადგილზე ნორვეგიელი ალექსანდრ კრისტოფი გავიდა.
საერთო ჩათვლაში ბრიტანელი კრისტოფერ ფრუმი ლიდერობს.