საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასის ევროპული ზონის გადამწყვეტი შეხვედრა ესტონეთის წინააღმდეგ 2:0 მოიგო და მესამე ზონიდან მეორეში გადაინაცვლა.
ალექსანდრე მეტრეველმა ვლადიმერ ივანოვი 6:3, 7:6 დაამარცხა. ნიკოლოზ ბასილაშვილმა კი იურგენ ზოპს სამ სეტში 3:6, 6:2, 6:4 მოუგო.
მესამე შეხვედრის გამართვაზე გუნდებმა უარი განაცხადეს.
ვოვა გაბრიჩიძის მეთაურობით ქართველებმა ალბანეთი, მალტა, ისლანდია და ესტონეთი დაამარცხეს. ნაკრების შემადგენლობაში გიორგი ცივაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ალექსანდრე მეტრეველი და გიორგი ჯავახიშვილი შედიან.