"ბარსელონას" საპრეზიდენტო არჩევნებში ხოსეპ მარია ბარტომეუმ გაიმარჯვა. მან ხმათა 54,63% მიიღო და კატალონიურ კლუბს 6 წლით, 2021 წლამდე უთავკაცებს.
მეორე ადგილზე ჟოან ლაპორტა გავიდა, რომელსაც მხარი 33,03%-მა დაუჭირა.
ბარტომეუმ 2014 წლის იანვარის შემდეგ ასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში კატალონიურმა კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატი, სამეფო თასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.