“პსჟ”-ს თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი შესაძლოა “მილანში” დაბრუნდეს.
Sport Italia-ს ინფორმაციით, 33 წლის შვედი პარიზული კლუბის ხელმძღვანელობას შეუთანხმდა და კლუბს “ლიონთან” საფრანგეთის სუპერთასის მატჩის შემდეგ დატოვებს.
ზლატანი იტალიურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 7,5 მლნ ევრო იქნება.
იბრაჰიმოვიჩი “მილანში” 2 სეზონის (2010-12) განმავლობაში თამაშობდა.