გერმანული ინტერნეტ-პორტალის SPORT1-ის ინფორმაციით, მარიო გომესი უახლოეს მომავალშე თურქულ ლიგაში გადავა. მისმა აგენტმა დაადასტურა, რომ „ბეშიქთაშთან“ ფეხბურთელის „ფიორენტინადან“ ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რამდნიმე საინტერესო კლუბთან, მათ შორის არის „ბეშიქთაშიც“. ჯერჯერობით, არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია“, - განაცხადა ული ფერბერმა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, ტურქულმა კლუბმა „ფიორენტინას“ უკვე შესთავაზა გომესის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო.