ანხელ დი მარიას პსჟ-ში ტრანსფერი შესაძლოა ამ კვირაში დასრულდეს. ბრიტანული პრესის ინფორმაცით, ფრანგულმა კლუბმა „მანჩესტერს“ ოფიციალური წინადადებით მიმართა და ფეხბურთელში 40 მილიონი ფუნტი შესთავაზა.
ტრანსფერის ალბათობას ისიც ზრდის, რომ „იუნაიტედმა“ თითქმის მიაღწია შეთანხმებას „ბარსელონასთან“ პედრო როდრიგესის შეძენის შესახებ.
ინგლისურ კლუბს ტრანსფერი 18 მილიონი ფუნტი დაუჯდება. შედარებისთვის, დი მარიას „მანჩესტერი“ წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონ ფუნტს უხდის.