17 ნოემბერი 2024,   13:48
ვრცლად
ტომას მიულერი: კოშტას უნდა ვაცადოთ

გერმანიის ნაკრების ნახევარმცველს მიაჩნია, რომ დაგლას კოშტას მშვიდად ვარჯიშის და თამაშის საშუალება უნდა მიეცეს.

ტომას მიულერის თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებს ის თავისი პოტენციალის სრულად გამოვლენას.

„კარგად მოვიქცევით თუ მასზე ნაკლებს ვისაუბრებთ და დაგლასს დამატებითი წნეხისგან გავანთავისუფლებთ. ვფიქრობ, მისი დამატებით „ბაიერნის“ თამაში უფრო სწრაფი გახდება. ის ძალიან ძლიერია ორთაბრძოლებში“, - განაცხადა ტომას მიულერმა.

მიუნჰენის „ბაიერნმა“ დაგლას კოშტა დონეცკის „შახტარიდან“ 30 მილიონ ევროდ იყიდა. 

დღის ამბები