17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ალვეშმა კონტრაქტი გაახანგრძლივა

კლუბთან მოქმედი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის, დანი ალვეშმა ბონუსის სახით 1 მილიონი ევრო მიიღო.

თავდაპირველად „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა ბრაზილიელთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებდა. თუმცა, მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ კატეგორიული მოთხოვნა წამოაყენა და ფეხბურთელს კიდევ 2 წლით გაუხანგრძლივეს კონტრაქტი.

„ბარსელონას“ ახალი ფეხბურთელები 2016 წლის იანვრამდე მოედანზე ვერ გავლენ, რადგან კლუბი არასწორი ტრანსფერების გამო უეფა-ს მიერ არის დასჯილი.

 

დღის ამბები