„მანჩესტერის“ ნახევარმცვლემა ბასტიან შვაინშტაიგერმა, მემფის დეპაის შესახებ ისაუბრა.
„მემფისი საოცარი ტალანტია. დარწმუნებული ვარ, მოედანზე ბევრს ვიმხიარულებთ. გუნდის ახალგაზრდების თამაშს რომ ვუყურე დიდი სიამოვნება მივიღე“, - განაცხადა შვაინშტაიგერმა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.
გერმანიის ნაკრების კაპიტანზე საკუთარი აზრი გამოთქვა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა. ხავი მარტინესი დარწმუნებულია, რომ „მანჩესტერში“ შვაინშტაიგერი დიდ წარმატებას მიაღწევს.
„შვაინშტაიგერს ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში - იტალიაში, ესპანეთში, ინგლისში. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია“, - განაცხადა მარტინესმა.