ტაი ლოუსონი მომავალი სეზონიდან „ჰიუსტონ როკეტსის“ შემადგენლობაში ითამაშებს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტეხასური გუნდი ლოუსონის ნაცვლად „დენვერს“ კოსტას პაპანიკოლაუს, პაბლო პრიჯიონის, ჯოი დორსის, ნიკ შონსონს და დრაფტის პირველ რაუნდში არჩევის უფლებას დაუთობს.
ტაი ლოუსონი „როკეტსთან“ ხელშეკრულებას უახლოეს მომავალში მოაწერს ხელს. კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.