17 ნოემბერი 2024,   13:43
ვრცლად
მარეის წყალობით ბრიტანეთი ნახევარფინალში

ენდი მარეიმ 1981 წლის შემდეგ პირველად ბრიტანეთი დევისის თასის ნახევარფინალში გაიყვანა.

მძიმე ბრძოლაში (4:6, 7:6, 6:3, 6:0) ჟილ სიმონის დამარცხების შედეგად, ბრიტანეთმა გადამწყვეტი მატჩი მოიგო და საფრანგეთი 3:1 დაამარცხა.

ნახევარფინალში დიდი ბრიტანეთი ავსტრალიას შეხვდება, რომელმაც ყაზახეთს 3:2 მოუგო.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში კი არგენტინა და ბელგია ითამაშებენ.  

დღის ამბები