დანიის სუპერლიგაში მოასპარეზე ქართველმა, მათე ვაწაძემ დუბლი შეასრულა.
ვაწაძის „ორჰუსი“ „ბრონდბიუს“ მასპინძლობდა და მეტოქე ქართველი ფეხბურთელის გოლების წყალობით 2:1 დაამარცხა.
დანიის I დივიზიონის ბომბარდირმა მოედანზე 86 წუთი გაატარა და ის დავით სხირტლაძემ შეცვალა.