„მერსედესის“ პილოტის, ნიკო როსბერგის თქმით, ის „ფერარისგან“ უკეთეს შედეგებს ელოდა. გერმანელმა ავტომრბოლელს იმედი აქვს, რომ კონკურენტები მისი გუნდის შესანიშნავ გამოსვლას აღიარებენ.
„მეგონა, რომ სხვაობა გაცილებით ნაკლები იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შრომას ყველა სათანადოდ აფასებს. სამი წლის წინ საერთოდ არსად ვიყავით. ახლა კი ვდომინირებთ“, - განაცხადა როსბერგმა.
როსბერგი საერთო ჩათვლაში 134 ქულით მეორე ადგილზეა. მას თანაგუნდელი ლუის ჰემილტონი უსწრებს, რომელსაც 151 ქულა აქვს. გუნდურ ჩათვლაში კი როსბერგის „მერსედესი“ „ფერარის“ 160 ქულით უსწრებს.