პოლ პირსმა ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა დეანდრე ჯორდანის „დალასში“ გადასვლის და „კლიპერსში“ დარჩენის კამპანიაში მონაწილეობის შესახებ.
„მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდი. ძალიან საინერესო გამოდგა. მე „კლიპერსში“ გადავედი, ჯორდანი დარჩა. ეს შასანიშნავია“, - განაცხადა ვეტერანმა კალათბურთელმა.
დეანდერე ჯორდანი დაპირდა „დალასს“ , რომ გუნდთან 4 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებდა და ამ ხნის განმავლობაში ხელფასის სახით 80 მილიონ დოლარს მიიღებდა.
თუმცა, ბოლო მომენტში მან გადაიფიქრა. გადამწყვეტი ჰიუსტონში გამართული შეხვედრა გამოდგა, რომელსაც პოლ პირსთან ერთად, ბლეიკ გრიგინი, კრის პოლი და დოკ რივერსი ესწრებოდნენ.
საბოლოოდ ჯორდანმა ლოს ანჯელესელბთან ახალ ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ხელფასის სახით 87 მილიონ დოლარს მიიღებს.