17 ნოემბერი 2024,   13:31
ვრცლად
გიოტცე მიუნჰენში დარჩება

მარიო გიოტცე შეეცადა დაემშვიდებინა აჟიოტაჟი მისი შესაძლო ტრანსფერი ირგვლივ და განაცხადა, რომ ის არ აპრებს „იუვენტუსში“ გადასვლას.

სხვადასხვა ევროპული გაზეთების მიერ გასულ კვირას ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიოტცე იმ გარიგების ნაწილი იქნებოდა, რომელიც არტურო ვიდალის „იუვენტუსიდან“ მიუნჰენის „ბაიერნში“ გადასვლას ითვალისწინებს.

„საერთოდ არ ვიცი საიდან წარმოიშვა ეს ჭორები. არსად გადასვლას არ ვაპირებ“, - განაცხადა გიოტცემ.

„ბაიერნის“ პრესასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, მარკუს ჰიორვიკის თქმით, კლუბისთვის გიოტცეს თაობაზე ოფიციალურად არავის მიუმართავს. 

დღის ამბები