17 ნოემბერი 2024,   13:45
ვრცლად
ოლიმპიურ სოფელში ჯერ სპორტსმენები, შემდეგ კი დევნილები იცხოვრებენ

ოლიმპიური ფესტივალის დასრულების შემდეგ კომპლექსის 598 ბინაში დევნილები იცხოვრებენ,. სახელმწიფომ 8 კორპუსი ვარკეთილის ტერიტორიაზე უკვე შეისყიდა.

პირველ ეტაპზე ოლიმპიურ სოფელში 298 დევნილი ოჯახი გადავა. მათი შესახლება კი ოლიმპიადის დასრულებისთანავე უნდა დაიწყოს. 

ოლიმპიურ სოფელში კი ის ოჯახები იცხოვრებენ, რომლებსაც სპეციალური კომისია საგანგებოდ დადგენილი კრიტერიუმებით შეარჩევს. 

დევნილებისთვის სახლების შესაძენად ბიუჯეტიდან 19 მილიონი დოლარი დაიხარჯა.

598 ბინის გარდა, შესაძლოა, სახელმწიფო დაფინანსებით ბინები კიდევ შეიძინონ. თუმცა, მთავრობის წევრები ჯერ ვერ აკონკრეტებენ, დამატებით რამდენი კორპუსის ყიდვა მოხდება.

ოლიმპიური სოფელი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. დევნილებისთვის ბინების გადაცემამდე ოლიმპიურ სოფელში ოლიმპიური ფესტივალისთვის ჩამოსული სპორტსმენები იცხოვრებენ.

ვარკეთილში ახალი დასახლების მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.

დღის ამბები