ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის დაწყებამდე 6 დღე რჩება, სამუშაოები დასრულებულია და ახლა სპორტულ დარბაზებში ბოლო შემოწმება მიმდინარეობს.
დღეს ყველა სპორტული ობიექტი და ოლიმპიური სოფელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის წევრებმა დაათვალიერეს.