ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი კარიმ ბენზემას კარიერის გაგრძელებას ლონდონის „არსენალში“ ურჩევს.
"იმ შემთხვევაში, თუ ლონდონის "არსენალი" კარიმ ბენზემას შეიძენს, "მეთოფეებს" ექნებათ პრეტენზია პრემიერ ლიგის თასის აღმართვაზე და ვფიქრობ ეს საკმაოდ რეალური იქნება. ვენგერის გუნდი ბენზემას დამატებით საგრძნობლად გაძლიერდება და ისინი ტიტულისთვის აუცილებლად იბრძოლებენ."
"ჩემი აზრით, კარიმი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ იგი მადრიდის "რეალს" დატოვებს, ფრანგ ფორვარდს ახალი გამოწვევა სჭირდება. "არსენალი" კი ზუსტად მისი სტილის გუნდია."-განაცხადა რედნაპმა.