17 ნოემბერი 2024,   13:34
ვრცლად
როჯერ ფედერერმა მალავიში ბავშვების დახმარების ცენტრი გახსნა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა მალავიში ღარიბი ბავშვების დახმარების ცენტრი გახსნა.

ცენტრში ბავშვებს საგანმანათლებლო პროგრამებს შესთავაზებენ. ასევე მალავიის მოსახლეობას საშუალება ექნება გაიაროს სამედიცინო შემოწმება.
"მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება და ვცდილობ, რომ სწორედ ასე იყოს. ამიტომაც ვეხმარები ადგილობრივ ბავშვებს. " - განაცხადა ფედერერმა.

ფედერერის საქველმოქმედო ფონდი რამდენიმე აფრიკულ ქვეყანაში ფუნქციონირებს 

დღის ამბები