სეთ კარი, „გოლდენ სტეიტის“ კალათბურთელის სტეფ კარის უმცროსი ძმა მომავალი სეზონიდან „საკრამენტო კინგსში“ ითამაშებს.
მხარეები ორწლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. სეთ კარის ყოველწლიური ხელფასი 1 მილიონი დოლარი იქნება.
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გასული სეზონის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელის ძმამ კარგად ითამაშა საზაფხულო ლიგაში. მისი დამატება რამდენიმე გუნდს სურდა.