17 ნოემბერი 2024,   13:28
ვრცლად
ჯორდანი კლიპერსში დარჩენით კმაყოფილია

დეანდრე ჯორდანმა ისაუბრა იმ აჟიოტაჟის შესახებ, რომელიც მის მიერ „დალასთან“ წინასწარი შეთანხმების დარღვევას და „კლიპერსში“ დარჩენას მოყვა.

„როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასე დასრულდებო. ეს ჩემი მიზანი არ ყოფილა“, - ამბობს ჯორდანი.

„კლიპერისის“ ცენტრი თავდაპირველად დათანხმდა „დალასში“ გადასვლას და პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა. თუმცა, ბოლო მომენტში გადაწყვეტილება შეცვალა და „კლიპერსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა.

შედეგად, „მავერიქსი“ თავისი მთავარი შენაძენის გარეშე დარჩე.

„მინდა ბოდიში მოვუხადო „დალასის“ ხელმძღვანელობას. მეგონა, რომ „მავერიქსი“ ის იყო რაც მე მჭირდებოდა. თუმცა, ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ლოს ანჯელესში დარჩენა ჩემთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა“, - აცხადებს ჯორდანი. 

დღის ამბები