დანილო გალინარი „დენვერთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. იტალიელი კალათბურთელი ხელფასის სახით 34 მილიონ დოლარს მიიღებს.
პირველ წელს ის 14 მილიონს მიიღებს, მეორე წელს 15.5 მილიონს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გუნდში მესამე სეზონით დარჩენის შემთხვევაში ის კიდევ 16.1 მილიონ დოლარს მიიღებს.
გალინარიმ გასულ სეზონში 59 მატჩი ჩაატარა. თამაშში მისი საშუალო მაჩვენებელი 12.4 ქულა და 3.7 მოხსნაა.