ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა კევინ გროსკროიცმა განაცხადა, რომ შესაძლო დორტმუნდის „ბორუსია“ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდის განმავლობაში დატოვოს.
„ეს გუნდი ძალიან მიყვარს. სანამ მისი ფეხბურთელი გავხდებოდი, „ბორუსიას“ ფანი ვიყავი. თუმცა, შესაძლოა მომავალ სეზონში კარიერა სხვაგან გავაგრძელო. ეს მომავალ კვირებში გაირკვევა“, - განაცხადა გროსკროიცმა.
27 წლის ფეხბურთელს მთელი კარიერა „ბორუსიაში“ აქვს გატარებული. გროსკროიცის მოქმედი ხელშეკრულება კლუბთან 2016 წელს იწურება.