17 ნოემბერი 2024,   13:41
ვრცლად
კასანო "სამპდორიაში" ბრუნდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ანტონიო კასანამ გენუის „სამპდორიასთან“ კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ხელშეკრულებაში დეტალურად არის გაწერილი ქცევის წესები, რომელიც 33 წლის სკანდალურად ცნობილმა ფეხბურთელმა ზუსტად უნდა შეასრულოს.

კონტრაქტის გასაფორმებლად ახლა მხოლოდ „სამპდორიას“ მთავარი მწვრთნელის ნებართვაა საჭირო. გადაწყვეტილებას ვალტერ ძენგა ევროპის ლიგის კვალიფიკაციის დასრულების შემდეგ მიიღებს.

კასანო „სამპდორიაში“ 2007-2011 წლებში თამაშობდა. 

დღის ამბები