„რივერ პლეიტმა“ გასვლით მატჩში „გუარანისთან“ ფრედ 1:1 ითამაშა და ლიბერტადორესის თასის ფინალში გავიდა.
გუნდებს შორის არგენტინაში გამართული მატჩი „რივერ პლეიტმა“ 2:0 მოიგო.
ტურნირის მეორე ფინალისტი ბრაზილიური „ინტერნასიონალის“ და მექსიკური „ტიგრესის“ განმეორებით შეხვედრაში გაირკვევა.
პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ბრაზილიური კლუბის გამარჯვებით 2:1 დასრულდა.