„კლიპერსის“ ახლად შეძენილმა ფორვარდმა პრესასთან სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პოლ პირსის თქმით, მომავალი სეზონი მის კარიერაში სავარაუდოთ ბოლო იქნება.
„ლოს ანჯელესში გადმოვედი, რადგანი მიმაჩნია, რომ „კლიპესრსს“ ჩემპიონატის მოგების ძალიან კარგი შანსი აქვს. მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებ. სავარაუდოთ, მომავალი სეზონის შემდეგ კარიერას დავასრულებ“, - განაცხადა პირსმა.
37 წლის კალათბურთელმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია 2008 წელს „სელტიქსის“ შემადგენლობაში მოიგო.