Skysport-ის ინფორმაციით, ბელგიელი თავდამსხმელი კრისტიან ბენტეკე, მომავალი სეზონიდან ლივერპულის ღირსებას დაიცავს.
წყაროს მტკიცებით, ტრანსფერი ოფიციალურად ოთხშაბათს დადასტურდება და „ასტონ ვილა“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 32.5 მლნ. ფუნტს მიიღებს.
ბენტეკე 2012 წელს „გენკიდან“ გადავიდა ბირმიგემულ კლუბში. პრემიერ ლიგაში მან 101 მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.