გოგონათა 19-წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ზუგდიდში, "ბაიას" საწვრთნელ ბაზაზე ემზადება.
15–20 სექტემბერს საქართველოს ნაკრები საბერძნეთში ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფში შვეიცარიის, ისლანდიისა და საბერძნეთის ნაკრებთან ერთად იასპარეზებს.
საკვალიფიკაციო ეტაპიდან ელიტრაუნდში 11 ჯგუფურ ტურნირში გამარჯვებული გუნდები და 10 საუკეთესო მეორეადგილოსანი გავა, რომლებსაც რეიტინგების სამი ლიდერი - გერმანია, ინგლისი და საფრანგეთი, დაემატება.
ქალთა შორის 19-წლამდე ევროპის 2016 წლის ჩემპიონატს სლოვაკეთი უმასპინძლებს.