სებასტიან ფეტელი „ფერარის“ მიმართ გამოთქმულ კრიტიკას არ ეთანხმება. გერმანელი პილოტის აზრით, მისი გუნდი კარგ შედეგებს აღწევს, რაც მისი ყველა წევრის ნაყოფიერი შრომით არის განპირობებული.
„ვფიქრობ, ძალიან სტაბილურები ვართ. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენენად ძლიერია „მერსედესი“ პირველ სამეულში ადგილის მოპოვება ადვილი სულაც არაა. თუმცა, ჩვენ ამას საკმაოდ ხშირად ვახერხებთ. არ ვიცი რატომ არის ამის დანახვა ასეთი რთული“, - განაცხადა ფეტელმა.
ფორმულა 1-ის მორიგი გრანპრის განათამაშება ბუდაპეშტში 26 ივლისს გაიმართება. თავად ფეტელი სატურნირო ჩათვლაში 108 ქულით მესამე ადგილზეა და პირველ საფეხურზე მყოფ ლიუის ჰემილტონს 43 ქულით ჩამორჩება.