კლუბთან ერთობლივად მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-ს დატოვებს და კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს.
ქართველმა კალათბურთელმა მადლობა გადაუხადა გუნდს და წარმატება უსურვა.
„მინდა კლუბს და მწვრთნელებს მადლობა გადავუხადო, რომ ომცეს საშუალება ევროპის საუკეთესო კალათბურთელებთან ერთად მეთამაშა. სამწუხაროდ ევროლიგის მოგება ვერ მოვახერხეთ. თუმცა, ცსკა-ს ყველაფერი წინ აქვს. ასევე მადლობა გულშემატკივრებს, რომელიც ყოველთვის მიჭერდნენ მხარს“, - განაცხადა მარკოიშვილმა.
ცსკა-ს შემადგენლობაში მარკოიშვილმა 42 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ თამაშში 5.7 ქულას, 1.9 მოხსნას და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.